English / ქართული / русский /
მედეა ხარაიშვილი
მოსახლეობის ცხოვრების დონის უთანასწორობა და მისი გავლენა ადამიანისეულიკაპიტალის ფორმირებაზე

ანოტაცია

სოციალური ეკონომიკური უთანასწორობის არსებობა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანისეული კაპიტალის მაჩვენებელზე, ეს გავლენა, რა თქმა უნდა, უარყოფითად აისახება და ამცირებს ადამიანისეული და სოციალური კაპიტალის მაჩვენებლის საშუალო დონეს, ხოლო ეკონომიკური ზრდის მიღწევა არ გულისხმობს აღნიშნული პრობლემის ავტომატურ გადაჭრას.  მიღწეული ეკონომიკური ზრდა თანაბრად უნდა გადანაწილდეს მთლიან მოსახლეობაზე და არა მარტო ცალკეულ ფენებს შორის.

ნაშრომში განხილულია  მოსახლეობის  ცხოვრების დონე და შეფასებულია მასზე მოქმედი  ფაქტორები: მოსახლეობის შემოსავლები, გაწეული დანახარჯები,  ქვეყნაში არსებული უთანასწორობა, მშპ-ს ცვალებადობა. მოსახლეობის  ცხოვრების დონის ანალიზი წარმოდგენილია ოთხი ძირითადი მიმართულებით: კეთილდღეობა, ნორმალური დონე, სიღარიბე და სიღატაკე. სიღარიბის დონის შემცირება საქართველოში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად არის მიჩნეული, შესაბამისად შემოთავაზებულია  მისი შემცირების გზები.

სტატიაში გაანალიზებულია სიღარიბის მაჩვენებლები: მედიანური მოხმარება და ჯინის კოეფიციენტი; განხილულია ფარდობითი სიღარიბის მაჩვენებლები, შეფასებულია მისი დინამიკა. ფარდობითი სიღარიბის მაჩვენებლის ცვალებადობის  ანალიზი მოცემულია როგორც მთლიანად ქვეყნის დონეზე, ასევე  ქალაქისა და სოფლის მოსახლეობის მიხედვით. ნაშრომში წარმოდგენილია მაჩვენებელთა დიფერენციაციის გამომწვევი ძირითადი მიზეზები, ახსნილია ჯინის კოეფიცინეტის ცვალებადობის ფაქტორები.  საქართველოში არსებული სიღარიბის დონისა და ჯინის კოეფიციენტის  მაჩვენებლები შედარებულია ცენტრალურ, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისა და დსთ-ს ქვეყნების შესაბამის მაჩვენებლებთან.  

ანალიზის საფუძველზე გაკეთებულია დასკვნა, რომ  საქართველოში ჯინის კოეფიციენტი მაღალია და მონაცემების გაუმჯობესება შესაძლებელია ეკონომიკური ზრდის მიღწევით.  თუმცა, ეკონომიკური ზრდა არ არის მიჩნეული პრობლემის გადაჭრის ერთადერთ გზად. ამ თვალსაზრისით სტატიაში შეფასებულია  სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია და გამოკვეთილია ეკონომიკური ზრდის სამი კრიტიკული პრობლება: კერძო სექტორის დაბალი კონკურენტუნარიანობა, არასაკმარისად განვითარებული ადამიანისეული კაპიტალი და ფინანსურ რესურსებზე შეზღუდული ხელმისაწვდომობა.

ადამიანისეული კაპიტალის განვითარებისთვის განსაზღვრულია პრიორიტეტული მიმართულებები: შრომის ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული სამუშაო ძალის განვითარება;სოციალური უზრუნველყოფის სისტემის სრულყოფა;   ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ჯანდაცვის უზრუნველყოფა.

ნაშრომში გაკეთებულია დასკვნები მოსახლეობის ცხოვრების დონის უთანასწორობისა  და მისი ადამიანისეულიკაპიტალის ფორმირებაზე გავლენის შესახებ, შესაბამისად შემოთავაზებულია რეკომენდაციები მოსახლეობის ცხოვრების დონის მაჩვენებლების გაუმჯობესებაზე.

საკვანძო სიტყვები: ცხოვრების დონე, მედიანური მოხმარება, ჯინის კოეფიციენტი, ადამიანისეული კაპიტალი, კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობა.

მოსახლეობის ცხოვრების დონე გულისხმობს ადამიანთა მოთხოვნილებების დაკმაყოფილების ხარისხს, რაც თავის თავში მოიცავს მოსახლეობის უზრუნველყოფას მატერიალური, სოციალური დოვლათით  და შესაბამისი საცხოვრებელი პირობების არსებობას. ცხოვრების დონე მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათგან მნიშვნელოვანია: მოსახლეობის შემოსავლები, გაწეული დანახარჯები,  ქვეყნაში არსებული უთანასწორობა, მშპ-ს ცვალებადობა, ინფლაციის ტემპი.

პრაქტიკაში  მოსახლეობის  ცხოვრების დონე ოთხი ძირითადი მიმართულებით განიხილება:

- კეთილდღეობა, რომელიც განსაზღვრავს ადამიანის ყოველმხრივ განვითარებას;

- ნორმალური დონე, რომელიც ითვალისწინებს რაციონალურ მოხმარებას მეცნიერულად დასაბუთებული ნორმების მიხედვით და შესაძლებელს ხდის ადამიანის ფიზიკური და ინტელექტუალური ძალების აღდგენას;

- სიღარიბე, რომლის პირობებშიც შესაძლებელია მხოლოდ შრომისუნარიანობის შენარჩუნება, იგი წარმოადგენს სამუშაო ძალის კვლავწარმოების ქვედა ზღვარს;

- სიღატაკე _ მასში იგულისხმება საქონლისა და მომსახურების ნაკრები, რომელიც საშუალებას იძლევა შენარჩუნდეს ადამიანის სიცოცხლისუნარიანობა [1].

ცხოვრების დონე, როგორც ზემოთ თქმულიდან ჩანს,  ქვეყანაში არსებული ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობისა მაჩვენებელია. იგი ასახავს განვითარების დონეს და წარმოდგენას ქმნის არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

აქვე უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ცხოვრების დონის მიხედვით მსოფლიოს ქვეყნების კლასიფიცირებისას, ეს მაჩვენებელი შეიძლება არ შეესაბამებოდეს მოსახლეობის ერთ სულზე არსებულ ეროვნულ შემოსავალს. აღნიშნული კარგად ჩანს არაბული სახელმწიფოების მაგალითზე, სადაც მაღალია ნავთობის წარმოება და ექსპორტი, შესაბამისად მოსახლეობის ერთ სულზე მაღალია ეროვნული შემოსავალიც, თუმცა ცხოვრების დონის საერთო მაჩვენებლით ისინი ჩამორჩებიან ევროპის ბევრ განვითარებულ ქვეყანას.

საქართველოში არსებული ეკონომიკური უთანასწორობის აღასაწერად განვიხილოთ ცხოვრების დონე სიღარიბის მაჩვენებლების მიხედვით: როგორიცაა ფარდობითი სიღარიბე ანუ მედიანური მოხმარება და ჯინის კოეფიციენტი მთლიანი სამომხმარებლო ხარჯების მიხედვით.

ფარდობითი სიღარიბე, ანუ მედიანური მოხმარება _ ეს არის მოსახლეობის საშუალო მოხმარების 60%-ის  და 40%-ის დაბლა მყოფი მოსახლეობა, რომელიც გამოხატავს  შემოსავლების უთანასწორობას.

 ცხრილი 1

ფარდობითი სიღარიბის მაჩვენებლები საქართველოში[1]

(%)

 

მონაცემების მიხედვით,  ქალაქად მედიანური მოხმარების მაჩვენებლს ახასიათებს კლებადი ტენდენცია, შედარებისთვის, თუ მედიანური მოხმარების 60%-ის ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი  2006 წელს შეადგენდა  22,8%-ს,  2010 წლისთვის იგი შემცირდა 18,6%-მდე, ხოლო 2015 წელს - 14,7%  მედიანური მოხმარების 40%-ის ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი  2006 წელს შეადგენდა 8,1%-ს,  2010 წელს ამ მაჩვენებელმა შეადგინა 8% და 2015 წელს 4,5%.

სოფლად მედიანური მოხმარების მაჩვენებელს ახასიათებს ზრდადობა. ზემოთ მითითებული მონაცემების მიხედვით, ხუთწლიან ინტერვალებს თუ შევადარებთ, შევამჩნევთ მკვეთრ ცვლილებებს. 2006 წელს მედიანური მოხმარების 60%-ის ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი სოფლად შეადგენდა 23,7%-ს, 2011 წელს 26,7%-ს და შემდგომ 2012-2014 წლებში ზრდის შემდგომ  შემცირდა 25,3%-მდე. მედიანური მოხმარების 40%-ის ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი  2006 წელს შეადგენდა 10,7 %-ს,  2011 წელს _12,9%-ს,  უკვე 2015 წელს მაჩვენებელი შეცირდა -9.60% მდე.

2006 წელს მედიანური მოხმარების 60%-ის ქვევით მყოფი  საქართველოს  სრული მოსახლეობის წილი შეადგენდა: 23,3%-ს,  2011 წელს _ 23%-ს და 2015 წელს 20,1%-ს, ხოლო მედიანური მოხმარების 40%-ის ქვევით მყოფი მთელი მოსახლეობის წილი 2006 წელს   9,4%-ს შეადგენდა,  2011 წელს  ზრდა შეინიშნება 10,4%-მდე, 2015 წელს კვლავ შემცირდა 7,1%-მდე. 

განხილული მონაცემების მიხედვით შესაძლებელია დავასკვნათ, რომ საბოლოო უთანასწორობის მაჩვენებელი შემცირებულია, მაგრამ ქალაქად მცხოვრები მედიანური მოხმარების 60%-ის ქვევით მყოფი მოსახლეობის მედიანური მოხმარება 2015 წელს შემცირდა 8,1% - ით, 2006 წელთან შედარებით, ხოლო სოფლად ეს მაჩვენებელი გაიზარდა 1,6%-ით, მედიანური მოხმარების 40%-ის ქვევით მყოფი  ქალაქის მოსახლეობის წილი 2015 წელს 2006 წელთან შედარებით შემცირდა 3,6%-ით, ხოლო სოფლად - 1,1%-ით. ეს ახსნა მიუთითებს კიდევ ერთ უთანასწორობაზე ქალაქის და სოფლის მოსახლეობას შორის. თუმცა გასათვალისწინებელია ის გარემოება (როგორც მოცემული მონაცემებიდან ჩანს), რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად არის შემცირებული სოფლის მოსახლეობა.

 ცხრილი 2

 მოსახლეობის დემოგრაფიული მაჩვენებლები[2]

 

ჯინის კოეფიციენტი _ ეს არის მონაცემების გაფანტულობის საზომი, ის შემოღებული იქნა იტალიელი სტატისტიკოსის კორადო ჯინის მიერ. ჯინის კოეფიციენტი ზომავს უთანაბრობას მონაცემთა განაწილებაში. კოეფიციენტის მნიშვნელობა  0 მიუთითებს, რომ უთანაბრობა არ არსებობს, ხოლო 100 ნიშნავს, რომ უთანაბრობა მაქსიმალურია[3]

ცხრილი 3

ჯინის კოეფიციენტები[4]

 

ჯინის კოეფიციენტი საქართველოში  ბოლო 10 წლის განმავლობაში 0,45 -დან 0,42-მდე მერყეობს, რაც არსებული უთანასწორობის მცირედ გაუმჯობესებაზე მიანიშნებს, თუმცა  საქართველოს ინდექსი  გვიჩვენებს, რომ საშუალო ფენა არ არსებობს.

შრომისსაერთაშორისო ორგანზაციის მიერ ჩატარებული 2015 წლის  20 იანვრით დათარიღებული  კვლევის მიხედვით, საქართველოს  ჯინის კოეფიციენტის მაჩვენებლი რეგიონში ყველაზე მაღალი იყო   40,6 და გაუარესების ტენდენცია შეიმჩნეოდა 2012 წლის მონაცემემთან შედარებით1,5-ით.

ამავე კვლევის მონაცემებში ფიქსირდება, რომ სიღარიბის მაჩვენებელი საქართველოში 2007 წელს 20,1% იყო, ხოლო 2012 წელს 14,8% შეადგინა. ამ მონაცემებისმიხედვითსაქართველოს ყირგიზეთსა და სომხეთზე უკეთესი მაჩვენებელი აქვს.

ცხრილი 4

შემოსავლების უთანასწორობა  და სიღარიბის დონე  შერჩეულ ცენტრალურ და  სამხრეთ-აღმოსავლეთ

ევროპის და დსთ-ს ქვეყნებში[5]

 

გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამის მონაცემებით   2013 წელსჯინისკოეფიციენტმასომხეთში  31,3, ბელარუსში 26,50, ყაზახეთში 29, ყირგიზეთში 33.4, რუსეთში 40.10, თურქეთში 40, უკრაინაში 25,6 შეადგინა, ხოლო საქართველოში მაჩვენებელი არ შეცვლილა. მიღებული მონაცემები აჩვენებს, რომ რეგიონში წლიდან წლამდე  უთანასწორობა მზარდია[6]. როგორც ჩანს,  საქართველოში ჯინის კოეფიციენტი რეგიონში ყველაზე მაღალია და მნიშვნელოვანია გარკვეული სახის  ქმედებების განხორციელება.

არსებული მონაცემების გაუმჯობესება შესაძლებელია ეკონომიკური ზრდის მიღწევით. თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ეკონომიკური ზრდა არ არის პრობლემის ავტომატური გადაჭრა, თუ იგი ქვეყნის ყველა ფენას შორის თანაბრად არ გადანაწილდება.

საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის მიხედვით ეკონომიკური ზრდის სამი კრიტიკული პრობლება გამოიკვეთა, ესენია: კერძო სექტორის დაბალი კონკურენტუნარიანობა, არასაკმარისად განვითარებული ადამიანისეული კაპიტალი და ფინანსურ რესურსებზე შეზღუდული ხელმისაწვდომობა.

ადამიანისეული კაპიტალის განვითარებისთვის განისაზღვრა შემდეგი პრიორიტეტული მიმართულებები:

-         შრომისბაზრისმოთხოვნებზეორიენტირებულისამუშაოძალისგანვითარება;

-         სოციალური უზრუნველყოფის სისტემის სრულყოფა;  

-         ხელმისაწვდომიდახარისხიანიჯანდაცვის უზრუნველყოფა [2].

აღნიშნული მიმართულებების გაუმჯობესება  მნიშვნელოვანია ადამიანისეული კაპიტალის  განვითარების თვალსაზრისით. თუმცა  სახელმწიფოს მხრიდან მისი სრულყოფილი შესრულებისთვის აუცილებლია კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლება და ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის შესაძლებლობა. ხოლო საბოლოო მიზანი უნდა ემსახურებოდეს  სოციალურად დაუცველი მოსახლეობის რაოდენობის შემცირებას, მაღალი განათლების დონის მიღწევას და კერძო სექტორის განვითარების შედეგად სამუშაო ადგილების გაზრდას. ადამიანისეული კაპიტალის განვითარებისთვის აუცილებელია სიღარიბის კოეფიციენტების უკეთესი შედეგების მიღწევა, რაც ადამიანისეული კაპიტალის დონის ამაღლებით  მიიღწევა. ამიტომ, სოციალურ ხელშეწყობასთან ერთად, აუცილებელია  საქართველოსთვის პრიორიტეტული დარგების განვითარება  და მის ბაზაზე შესაბამისი განათლების უზრუნველყოფა. 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. ენციკლოპედიური ლექსიკონი, კულტურათაშორისი კომუნიკაციები. №1, თბ., 2007, http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=5&t=576;
  2. საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია საქართველო 2020, საქართველოს მთარობა, ნოემბერი, 2013.
  3. Unicef, მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევა, მოკლე მიმოხილვა, 2015.
  4. International labor organization world employment and social outlook, 20.01.2015.
  5. N. Wolff, What Has Happened to the Quality of Life in the Advanced Industrialized Nations?. Levy economics institute 2004.
  6. P. S. Bauer and B. S. Yamey, The Economics of Underdeveloped Countries (Univ. of Chicago Press, Chicago, 1957).
  7. PEP (Political and Economic Planning), World Population and Resources (Essential Books, Fair Lawn, N.J., 1955).
  8. R. C. Cook, Human Fertility (Sloane, New York, 1951).
  9. Sheldon H. Danzinger, Robert H. Haveman, Understanding Poverty, 2001.
  10. V. E. McKelvey,  Resources, Population Growth, and Level of Living, 3 April, 1959.
  11. W. S. Woytinsky and E. S. Woytinsky, World Population and Production (Twentieth Century Fund, New York, 1953).
  12. http://hdr.undp.org/en/content/income-gini-coefficient;
  13. https://unstats.un.org/unsd/pubs/gesgrid.asp?id=284;
  14. http://www.stat.si/StatWeb/en/Field/Index/121;
  15. https://www.indexmundi.com/facts/indicators/SI.POV.GINI/rankings;
  16. https://stats.oecd.org/glossary/detail.asp?ID=4842;
  17. http://www.geostat.ge/.

1ცხრილი შედგენილია საქართველოს სტატისტიკის სამსახურის მონაცემების მიხედვით.

[2] ცხრილი შედგენილია საქართველოს სტატისტიკის სამსახურის მონაცემების მიხედვით.

[3]  http://hdr.undp.org/en/content/income-gini-coefficient

[4]ცხრილიშედგენილიასაქართველოსსტატისტიკისსამსახურისმონაცემებისმიხედვით.

 

[5]Source: international labor organization world employment and social outlook, 20.01.2015

[6] http://hdr.undp.org/en/content/income-gini-coefficient